ჭავჭავაძის N5Чавчавадзе N5 +995 555 577 399

დაბრუნება და გარანტია

დაბრუნება და გარანტია

Fancy.ge-ზე შეძენილ პროდუქტებზე მოქმედებს დაბრუნებისა და საგარანტიო პირობები პროდუქტის ტიპის, მდგომარეობისა და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით.

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
— პროდუქტი არ არის გამოყენებული;
— პროდუქტი არ არის დაზიანებული მომხმარებლის მხრიდან;
— შენარჩუნებულია სრული კომპლექტაცია;
— შენარჩუნებულია შეფუთვა, თუ ის აუცილებელია პროდუქტის შემოწმებისთვის;
— წარმოდგენილია შეკვეთის ინფორმაცია ან შეძენის დამადასტურებელი მონაცემები.

დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქტი, რომელსაც აქვს გამოყენების კვალი, მექანიკური დაზიანება, არასწორი მონტაჟის კვალი ან დაზიანებულია მომხმარებლის მხრიდან.

დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს ტელეფონით, WhatsApp-ით ან ელფოსტით. პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის საკითხი განიხილება პროდუქტის შემოწმების შემდეგ.

გარანტია

საგარანტიო პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ პროდუქტზე. საგარანტიო შემთხვევის დროს საჭიროა პროდუქტის შემოწმება. თუ დეფექტი დადასტურდება და არ არის გამოწვეული არასწორი გამოყენებით, არასწორი მონტაჟით, მექანიკური დაზიანებით ან ელექტროენერგიის პრობლემით, პროდუქტი შეკეთდება ან შეიცვლება საგარანტიო პირობების მიხედვით.

გარანტია არ ვრცელდება:
— ფიზიკურ ან მექანიკურ დაზიანებაზე;
— არასწორი მონტაჟის ან არასწორი გამოყენების შედეგად დაზიანებულ პროდუქტზე;
— წყლის, ნესტის ან მაღალი ძაბვის შედეგად დაზიანებულ პროდუქტზე;
— ელემენტებზე, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებზე, თუ კონკრეტული პროდუქტის პირობებით სხვა რამ არ არის მითითებული.

დоставка დაბრუნებისას

თუ პროდუქტი ბრუნდება მომხმარებლის სურვილით და პროდუქტი არ არის დეფექტური, დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს. თუ დეფექტი დადასტურდება ჩვენი მხრიდან შემოწმების შემდეგ, დაბრუნების ან შეცვლის პირობები შეთანხმდება მომხმარებელთან.

კონტაქტი:
ტელეფონი: +995 555 577 399
ელფოსტა: admin@fancy.ge